რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის გამოწვევები საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუციურ განვითარებაში

ავტორები: თენგიზ ვერულავა

საკვანძო სიტყვები: რეცეპტი; მედიკამენტის ხელმისაწვდომობა; ფარმაცევტული პროდუქტები.

J.E.L. Classification: I10, I18

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.05

ციტირებისათვის: ვერულავა თ., (2023) რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის გამოწვევები საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუციურ განვითარებაში. ეკონომიკური პროფილი. ტ. 18, 2(26), გვ. 32-42. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.05

ანოტაცია. კვლევის მიზანია რეფორმის შედეგად არსებული ვითარების ანალიზი, რეცეპტის ინსტიტუტის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე რეფორმის გავლენის შესწავლა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ სამედიცინო დაწესებულების ექიმები, ფარმაცევტები. თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ჩაღრმავებული ინტერვიუები ჯანდაცვის ექსპერტებთან. გამოკითხული ექიმებისა და ფარმაცევტების უმრავლესობა დადებითად აფასებს განხორციელებულ რეფორმას. მათი აზრით, ფარმაკოთერაპიაში ექიმის როლი გაძლიერდა და ფარმაცევტის კომპეტენცია შესაბამის ჩარჩოებში მოექცა, მედიკოსის მიერ რეცეპტის გამოწერის და ფარმაცევტის მიერ რეცეპტით მედიკამენტის გაცემის უნარ-ჩვევები თანდათან დამკვიდრდა. ამავდროულად თვალსაჩინოა სისტემური შეცდომები და ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც თან ახლავს რეფორმას. ამ მხრივ, საყურადღებოა ფარმაცევტების მიერ გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა, ,,სააფთიაქო“ ექიმის ე.წ. სამედიცინო საქმიანობა. შედარებით გართულდა ქრონიკული პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. (2009). საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ. URL: https://matsne.gov.ge/ka/document/view/29836?publication=29
  2. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2014). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის ბრძანება N01-53/ნ. მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა N3-რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ. URL:https://matsne.gov.ge/ka/document/view/2391429?publication=0
  3. WHO (2019). Health technologies and Pharmaceuticals (HTP) programme: Annual Report. 2019. URL:https://www.who.int/europe/publications/m/item/health-technologies-and-pharmaceuticals-programme--annual-report-2019
  4. Sakeena, M.H.F., Bennett, A.A. & McLachlan, A.J. (2018).  Enhancing pharmacists’ role in developing countries to overcome the challenge of antimicrobial resistance: a narrative review. Antimicrob Resist Infect Control7, 63
  5. აზიკური, თ., ვერულავა, თ. (2022). მედიკამენტებზე ფასების რეგულირების პოლიტიკა: რეკომენდაციები საქართველოსათვის. ჯანმრთელობის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია,
  6. ვარდუკაძე, მ., ვერულავა, თ. (2023) საპენსიო ასაკის პირების ფინანსური ხელმისაწვდომობა გადაუდებელ ონკო-ჰემატოლოგიურ მომსახურეობაზე DRG მოდელის დანერგვის შემდეგ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია.  7 (2): 16:32.
  7. ვერულავა, თ. (2020). ჯანდაცვის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში: სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული და ფინანსური პერსპექტივა. თბილისი.